საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

მცირე ბედრის ღაზვა

ამ ღაზვას ბედრი მევუდსა და ბედრი სუღრასაც უწოდებენ. როცა ებუ სუფიანმა უჰუდიდან დაბრუნებისას თქვა: „მომავალ წელს ბედრთან კვლავ შევებრძოლოთ ერთმანეთს“, ჰაზრეთი ფარუყი აზამმა ომერმა (რადიალლაჰუ ანჰ) უკეთილშობილესი ჰაბიბის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მითითებით უპასუხა: „ასე იყოს.“ ებუ სუფიანი ჯარს აგროვებდა და ყურაიშელებს ომისა და ბრძოლისკენ აქეზებდა. გულით კი ეს არ სურდა, მაგრამ ხალხს მაინც წინ უძღვებოდა, რომ არ ეთქვათ, სიტყვა არ შეასრულაო. ამ დროს მექქაში ნუ’აიმ იბნი მეს’უდ ეშჯაი ჩამოვიდა. მან ისლამის ჯარის საბრძოლო მზადყოფნაზე, მის ძალასა და სიმტკიცეზე ილაპარაკა. ებუ სუფიანმა უთხრა: „თუ მედინაში წახვალ და მუჰამმედსა და მის საჰაბეებს ბრძოლაში გამოსვლაზე ხელს ააღებინებ, ოც სამწლიან აქლემს მოგცემ. ჩემს ამ დანაპირებს სუჰეილ იბნი ამრი დაუდგეს თავდებად.“ ნუ’აიმი დათანხმდა. მედინაში ჩავიდა და ურწმუნოთა ჯარის სიმრავლე ამცნო. საჰაბეთა ნაწილი ორჭოფობაში ჩავარდა. ებუ ბექირი და ომერი (რადიალლაჰუ ანჰუმა) კი შუამავალთან მივიდნენ და მედინიდან გალაშქრება შესთავაზეს. ალლაჰის შუამავალი ამით გაიხარა და ბრძანა: „ვფიცავ ალლაჰს, რომლის ძალაუფლების ხელშიცაა ჩემი სული, უთუოდ გავალ საბრძოლველად.“ აბდულლაჰ ბინ რევაჰა მედინაში თავის მოადგილედ დატოვა, დროშა კი ჰაზრეთი ალის გადასცა.

ამ დროს მექქელი კერპთაყვანისმცემლები, ისლამის გავრცელება რომ შეეჩერებინათ, ებუ სუფიანის მეთაურობით ორიათასკაციანი ჯარით ბედრისკენ დაიძრნენ. სამყაროს ბატონი თავისი ათას ხუთასი გმირი საჰაბით მათზე ადრე მივიდა ბედრთან. როცა კერპთაყვანისმცემლებმა გაიგეს, რომ მუჯაჰიდები ბედრთან მათზე ადრე მისულიყვნენ, გულებში შიში ჩაუვარდათ. მხოლოდ მერრუზ-ზაჰრანამდე შეძლეს წინსვლა. ისლამის გმირულ ჯარს ვერ გაუბედეს შეხვედრა. შიშით შეპყრობილებმა იმ წლის შიმშილობა მოიმიზეზეს და მექქაში დაბრუნდნენ. მექქელები მათ დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ.

მუსლიმებს მხოლოდ ორი ცხენი ჰყავდათ, სავაჭრო საქონელი კი ბევრი ჰქონდათ. ბედრთან ის ძვირად გაყიდეს. ზილყა’დეს თვის შუა რიცხვები იდგა. ბევრი იშოვეს. უკეთილშობილესი შუამავალი თავის სახელოვან საჰაბეებთან ერთად ბედრთან რვა დღე ელოდა კერპთაყვანისმცემლებს. შემდეგ სიხარულითა და ღირსებით მედინისკენ გაემართნენ.

ზათურ-რიყას ღაზვა

ეს ღაზვა მუჰარრემის თვეში მოხდა. ერთმა კაცმა, რომელიც მედინაში ცხვრის გასაყიდად მოვიდა, მუსლიმებს აუწყა, რომ ბენი ენმარისა და ბენი სელემეს ტომები მათ წინააღმდეგ ჯარს აგროვებდნენ. ამ ამბავმა შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მიაღწია. მან ჰაზრეთი ოსმანი მედინაში მოადგილედ დატოვა, მუსლიმები კი ოთხასი, ერთი გადმოცემით, შვიდასი კაცით იმ თვის მეათე დღეს, კვირის ღამეს, მედინიდან გავიდნენ. კერპთაყვანისმცემელთა სამყოფელს მიაღწიეს, მაგრამ იქ ქალების გარდა ვერავინ ნახეს: კაცები მთებში გაქცეოდნენ. რომ კერპთაყვანისმცემლებს ჩასაფრება და თავდასხმა არ მოეწყოთ, ის ადგილები აიკლეს და მიდამოს კერპთაყვანისმცემელი ტომები დააშინეს და დაამორჩილეს.1 თხუთმეტდღიანი ლაშქრობის შემდეგ მედინაში დაბრუნდნენ.

„ვფიცავ ალლაჰს, რომლის ძალაუფლების ხელშიცაა ჩემი სული, უთუოდ გავალ საბრძოლველად“ ჰადისი შერიფი

მურეისის ღაზვა

დუმეთულ-ჯენდელის ღაზვა

ალლაჰის შუამავალი ათასკაციანი ჯარით გაემართა იმ ტომების წინააღმდეგ, რომლებიც დუმეთულ-ჯენდელში ცხოვრობდნენ, დამასკოში მიმავალ და იქიდან მომავალ მგზავრებს აწუხებდნენ და მედინეი მუნევვერეს ემუქრებოდნენ. რებიულ ევველის თვის ბოლო დღეები იყო, ორშაბათი. მედინაში მოადგილედ სიბა ბინ ურთუფა დატოვა. როცა მტრულმა ტომებმა ისლამის ჯარის მოსვლა გაიგეს, გაიქცნენ. მუსლიმები იქ რამდენიმე დღე დარჩნენ და რებიულ ახირის ოცი რიცხვისთვის მედინაში დაბრუნდნენ.2

მურეისის ღაზვა

ამ ღაზვას ბენი მუსტალაყის ღაზვასაც უწოდებენ. მურეისი ჰუზაას ტომის ყუდეიდში მდებარე წყლის ჭების და მათ დასაცავად აგებული სიმაგრის სახელია. ეს ადგილი ამავე დროს ბენი ჰუზაას ტომის წინა საგუშაგოც იყო.

ჰიჯრეთის მეხუთე წელს მუსტალაყიანების მეთაურმა, ჰარის ბინ ები დირარმა, შუამავალთან შესაბრძოლებლად უამრავი კაცი შეკრიბა. აპირებდა, ისინი შეეიარაღებინა და მედინაზე გალაშქრებულიყო. როცა ამ ამბავმა ჩვენს საყვარელ შუამავალს მიაღწია, მაშინვე შვიდასკაციანი რაზმით მუსტალაყიანების წინააღმდეგ გაილაშქრა. მურეისის ჭასთან ბანაკი გაშალეს და მუსტალაყიანებს ჯერ ისლამისკენ მოუწოდეს. მათ ეს არ მიიღეს და ისრების სროლით ბრძოლა წამოიწყეს. საჰაბეებმა, რომლებმაც ალლაჰის შუამავლის ბრძანება: „ყველამ ერთად უეცრად შეუტიეთ!“ – შეასრულეს, მუსტალაყიანებიდან ათი კაცი მოკლეს. ტომის მეთაურმა გაქცევით გადაირჩინა თავი, მაგრამ მისი ქალიშვილი ბერრე და მისი ტომის 600 კაცი ტყვედ ჩავარდა. ნადავლი გაინაწილეს. ბერრე შუამავლის წინაშე წარდგა და თქვა: „იმ ბატონთან, რომელსაც ნადავლის წილად ვხვდი, შევთანხმდი, რომ ცხრა ოქროს სანაცვლოდ თავისუფლებას მოვიპოვებ. დამეხმარეთ!“ შუამავალმა შეიბრალა, მისი ეს სურვილი შეუსრულა და გამოისყიდა. შემდეგ კი გაათავისუფლა. როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მას ისლამი გააცნო, მუსლიმი გახდა. სამყაროს ბატონმა, რომელსაც მისი მუსლიმობა ძალიან გაუხარდა, ჯილდოდ ცოლად შეირთო და ამით პატივი დასდო. ეს რომ ნახეს, ყველა საჰაბემ თქვა: „გვრცხვენია, ალლაჰის შუამავლის ოჯახის წევრის, ჩვენი დედის ნათესავები მსახურებად გვყავდეს“, და თავიანთი ტყვეები გაათავისუფლეს. ამ ქორწინებამ ასობით ტყვის გათავისუფლებას დაუდო სათავე.

ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა თავის დალოცვილ მეუღლეს სახელი ბერრე ჯუვეირიიეთი შეუცვალა. ჩვენი დედა ჰაზრეთი აიშე ჩვენს დედა ჰაზრეთი ჯუვეირიიეზე ამბობდა: „ჯუვეირიიეზე უკეთესი და უფრო ბარაქიანი ქალი არ მინახავს.“3

როცა ისლამის ჯარი გამარჯვებით ნათელი მედინისკენ მიემართებოდა, მიდამოს კერპთაყვანისმცემელ ტომებს შიში დაეუფლათ და მიხვდნენ, რა სახიფათო იყო მუსლიმებზე თავდასხმის გაბედვა.

ჰიჯრეთის მეხუთე წელს მომხდარი ზოგიერთი ამბავი

ბენი მუსტალაყის ღაზვიდან დაბრუნებისას ძლიერი ქარი ამოვარდა. საჰაბეებს ეგონათ, რომ მტერს მედინაში მოსვლა და მისი აკლება სურდა. ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ნუ გეშინიათ. მედინა უსაფრთხო ადგილია, მის ყოველ კუთხეში მცველი ანგელოზები არიან. თუმცა დღეს ერთი მუნაფიყი მოკვდა. ის უბეიი სელულის მეგობარი, ზეიდ იბნი ფურაე იყო.“

„ჯუვეირიიეზე უკეთესი და უფრო ბარაქიანი ქალი არ მინახავს“ ჰაზრეთი აიშე (რადიალლაჰუ ანჰა)

ამ ღაზვაში მორწმუნეთა დედებიც, ჰაზრეთი აიშე და უმმუ სელემე, მონაწილეობდნენ. მუნაფიყებმა ჩვენს დედა ჰაზრეთი აიშეს ცილი დასწამეს. ზოგიერთი მუსლიმიც ამ ცილისწამებას აჰყვა. წმინდა აიათები გარდამოევლინა, მუნაფიყთა ცილისწამება გამჟღავნდა და ჰაზრეთი აიშე შექებულ იქნა.4 ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „გიხაროდეს, აიშე! უზენაესმა ალლაჰმა შენ გაგამართლა და შენს სიწმინდეს დაემოწმა.“ შუამავალმა (ალეიჰისსელამ) საჰაბეები მეჩეთში შეკრიბა, ჰუტბე წარმოთქვა და გარდამოვლენილი წმინდა აიათები წაიკითხა. ამ წმინდა აიათების ბარაქით მორწმუნეთა გულებიდან ეჭვი გაქრა, ხოლო მათ, ვინც ეს ცილისწამება გაბედა, სასჯელი მიეზღოთ. ამ ღაზვიდან დაბრუნებისას თეიემმუმის აიათი გარდამოევლინა.5

აიშეს (რადიალლაჰუ ანჰა) ყელსაბამი კიდევ ერთხელ დაიკარგა, ადგილას, რომელსაც სალსალა ერქვა. ის ადგილი მედინასთან ახლოს იყო. იქ ყელსაბამის პოვნამდე ელოდნენ. იმ ადგილას წყალი არ იყო, არც საჰაბეებს ჰქონდათ თან წყალი. ალლაჰის შუამავალს (ალეიჰისსელამ) აიშე სიდდიყას მუხლზე თავი ედო და ეძინა. საჰაბეებმა უწყლობის ამბავი ჰაზრეთი ებუ ბექირს მოახსენეს. ის ალლაჰის შუამავალთან მივიდა და ალლაჰის შუამავალს (ალეიჰისსელამ) გაეღვიძა. უზენაესმა ალლაჰმა თეიემმუმის აიათი გარდამოავლინა. საჰაბეებმა თეიემმუმი აიღეს და დილის ნამაზი შეასრულეს. შემდეგ აიშე (რადიალლაჰუ ანჰა) აქლემზე შესვეს. აქლემი რომ წამოდგა, ყელსაბამი იპოვეს.

დღეს შენ ხარ სამყაროს სხივი, ალლაჰის საყვარელიც,
შენს კარს ნუ მოაშორებ წამითაც შენს მიჯნურებს.
შენი დალოცვილი სახელი ჩემს ენას ნურასოდეს მოშორდება,
ის ნატკენი გულის წამალია, სული მისგან ლხენას ჰპოვებს.
იმედი მაქვს, შენი ყოველი სახელი ცალ-ცალკე შემეწევა შეფაათით:
აჰმედი და მაჰმუდი, ებულ ყასიმი, მუჰამმედ მუსტაფა.
რაკი მასზე ითქვა ‚ვეშ-შემსი‘ და ‚ვედ-დუჰა‘,
რა საკვირველია, მისი სახე და შუბლი მზესა და მთვარეს თუ შევადარო?
ყანუნი სულთან სულეიმანი (მუჰიბბი)