ვედრება წვიმისთვის
ჰიჯრეთის მეექვსე წელს საშინელი გვალვა დაიწყო; ციდან ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა. ამის გამო მიწაზე ბალახი არ ამოსულა და ადამიანები და ცხოველები შიმშილის გასაჭირში ჩავარდნენ. დალოცვილი რამაზნის თვის ერთ პარასკევს ჩვენს საყვარელ შუამავალს თავიანთი თხოვნა მოახსენეს: „ალლაჰის შუამავალო! ნეტავ ივედროთ, რომ უზენაესმა ალლაჰმა წვიმა გვიბოძოს!…“ შუამავალი თავის საჰაბეებთან ერთად მინდორში გავიდა და ეზანისა და იყამეთის გარეშე ორრექა’თიანი ნამაზი შეასრულა. შუამავალმა თავისი დალოცვილი რიდა (მოსასხამი) შიგნიდან გარეთ გადმოაბრუნა და თექბირი წარმოთქვა. შემდეგ თავისი დალოცვილი ხელები ისე მაღლა ასწია, რომ სახელოებს შორის დალოცვილი იღლიები გამოუჩნდა, და ვედრება დაიწყო: „ჩემო ალლაჰო! წვიმა გვიბოძე!…“ საჰაბეები ამბობდნენ: „ამინ! ამინ!“ იმ წამს ცა სრულიად მოწმენდილი იყო, ერთი ღრუბელიც არ ჩანდა. როცა უკეთილშობილესი შუამავალი ევედრებოდა, ქარმა დაუბერა და დაინახეს, როგორ დაფარეს ღრუბლებმა ცა. შემდეგ წვრილმა წვიმამ დაიწყო. სამყაროს ბატონმა ამჯერად ივედრა: „ჩემო ალლაჰო! ეს წვიმა თქეშად მოგვივლინე და ჩვენთვის სასიკეთო გახადე!“ იმ წამს კოკისპირულად დაუშვა. შუამავლისა და საჰაბეების ტანსაცმელზე მშრალი ადგილი აღარ დარჩა. ვიდრე სახლებამდე მიაღწევდნენ, წყალმა ყოველი მხარე ტბად აქცია. ყველა წყალს მიაპობდა და ისე მიდიოდა. წვიმა გრძელდებოდა. იმ დღეს, მეორე დღეს… მომდევნო დღესაც… შემდეგი პარასკევის (ჯუმის) დროს საჰაბეებმა თქვეს: „ალლაჰის შუამავალო! სახლები წვიმის წყლისგან ენგრევა, საქონელი კი იხრჩობა. ნეტავ უზენაეს ალლაჰს შევედროთ, რომ წვიმა შეწყდეს!…“ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა გაიღიმა, დალოცვილი ხელები ასწია და ივედრა:
„ჩემო უფალო! ეს წვიმა ყანებს, ხეებით დაფარულ ადგილებსა და ხეობებს მოუვლინე!“ იმ წამს მთელი კვირა მოსული წვიმა შეწყდა და ის ადგილები, რომლებისთვისაც ივედრა, დაირწყო.
სამყაროები სხივში ჩაიძირა
იმ ღამეს, როცა მუჰამმედი დაიბადა,
მორწმუნე მუნაფიყს გაემიჯნა
იმ ღამეს, როცა მუჰამმედი დაიბადა.
ციდან მიწაზე სხივი დაიფრქვა,
შვიდნი და ორმოცნი შეუერთდნენ,
ბერს ენა წაერთვა
იმ ღამეს, როცა მუჰამმედი დაიბადა.
„დღეს ჩვენს მხედართა შორის საუკეთესოა ებუ ყათადე, ქვეითთა შორის საუკეთესო კი – სელემე ბინ ექვა“ ჰადისი შერიფი
