საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

ქრონოლოგია

შენიშვნა: (ბ) – ბისეთის (შუამავლად მოვლინების) წლები, (მ) – ჩვენი წელთაღრიცხვის წლები, (ჰ) – ჰიჯრეთის წლები.

მ. 570 ჰაზრეთი აბდულლაჰისა და ჰაზრეთი ამინეს ქორწინება. ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი სხივის დედამისზე გადასვლა (ჯემაზიელ ევველი / ივლისი). სიუხვის წელი. ალლაჰის შუამავლის მამის, ჰაზრეთი აბდულლაჰის, გარდაცვალება (რეჯები / სექტემბერი).

571 სპილოს ამბავი (მუჰარრემი / თებერვალი). სამყაროს სულთნის, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ), დაბადება (12 რებიულ ევველი, ორშაბათი / 20 აპრილი; ჰიჯრეთამდე 53 (მზის წელთაღრიცხვით 51) წლით ადრე, სპილოს ამბიდან 55 დღის შემდეგ). ძიძა ჰალიმესთვის მიბარება (რებიულ ახირი).

573 ჰაზრეთი ებუ ბექირის (რადიალლაჰუ ანჰ) დაბადება.

576 ძიძის მიერ მისი მექქაში მოყვანა და დედისთვის, ამინესთვის, ჩაბარება.

577 ჩვენი საყვარელი შუამავლის დედის, ამინეს, გარდაცვალება ებვაში. უმმუ ეიმენის მიერ ალლაჰის შუამავლის მექქაში ბაბუისთვის, აბდულმუტტალიბისთვის, ჩაბარება. ჰაზრეთი ოსმანის (რადიალლაჰუ ანჰ) დაბადება.

579 ბაბუის, აბდულმუტტალიბის, გარდაცვალება; ბიძისთვის, ებუ ტალიბისთვის, მიბარება.

583 ბიძასთან, ებუ ტალიბთან, ერთად სავაჭრო ქარავნით შამში გამგზავრება და ბუსრადან დაბრუნება. ჰაზრეთი ომერის (რადიალლაჰუ ანჰ) დაბადება.

588 ბიძასთან, ზუბეირთან, ერთად იემენში გამგზავრება.

591 ჰაზრეთი ებუ ბექირთან ერთად შამში გამგზავრება. ალლაჰის შუამავლის შესვლა ჰილფულ-ფუდულის კავშირში.

595 ჰაზრეთი ჰატიჯეს სავაჭრო ქარავნით ქალაქ ბუსრაში გამგზავრება.

596 ჰაზრეთი ჰატიჯესთან ქორწინება.

599 ჰაზრეთი ალის (რადიალლაჰუ ანჰ) დაბადება.

600 ყუს ბინ სა’იდეს სიტყვა უქაზის ბაზრობაზე, რომელშიც ალლაჰის შუამავლის შუამავლობას ახარებს.

605 ქააბის აღდგენისას დავაში, თუ ვის უნდა დაედო ჰაჯერულ-ესვედი (შავი ქვა) თავის ადგილზე, არჩეულ მსაჯულად გამოსვლა.

ბ.1/610 ბისეთი: ორმოცი წლის ასაკში შუამავლობის უწყება (17 რამაზანი, ორშაბათი). პირველი ვაჰიი ჰირას მთის (ჯებელი ნურის) მღვიმეში – სურა ალაყის პირველი ხუთი აიათის გარდამოვლენა (რამაზანი / აგვისტო).

2/611 რადგან ვაჰიი გარკვეული დროით შეწყდა, შუამავალი ჯებრაილის (ალეიჰისსელამ) ხილვის სურვილით ხშირად დადის ჰირას მთის მღვიმეში. ისრაფილი (ალეიჰისსელამ) მოდის და ზოგ რამეს ასწავლის.

3/612 პირველი მუსლიმები: ჰაზრეთი ჰატიჯე, ებუ ბექირ სიდდიყი, ალი ბინ ები ტალიბი, ზეიდ ბინ ჰარისე (და მისი ცოლი უმმუ ეიმენი), ოსმან ბინ აფფანი, ტალჰა ბინ უბეიდულლაჰი, ზუბეირ ბინ ავვამი, აბდურრაჰმან ბინ ავფი, სა’დ ბინ ები ვაყყასი.

4/613 ალლაჰის შუამავალი, უახლოესი ნათესავებიდან დაწყებული, ადამიანებს ისლამისკენ მოუწოდებს. კერპთაყვანისმცემლები მუსლიმების შევიწროებასა და წამებას იწყებენ. პირველი შეჰიდები: ჰაზრეთი იასერი, მისი ვაჟი ჰაზრეთი აბდულლაჰი და მისი ცოლი ჰაზრეთი სუმეიიე. ჰაზრეთი აიშეს (რადიალლაჰუ ანჰა) დაბადება.

5/614 ეთიოპიაში პირველი ჰიჯრეთი (რეჯები / მაისი). მუჰაჯირების ეთიოპიიდან მექქაში დაბრუნება (შევვალი / ივლისი).

6/615 ჰაზრეთი ჰამზას მიერ ისლამის მიღება. ჰაზრეთი ომერის მიერ ისლამის მიღება. ეთიოპიაში მეორე ჰიჯრეთი. ალლაჰის შუამავლისა და მუსლიმების დარ-ულ ერყამიდან გამოსვლა.

7/616 ბლოკადის დაწყება (მუჰარრემი).

8/617 ჰაზრეთი ოსმანისა და მისი ცოლის, ჰაზრეთი რუყაიიეს, ეთიოპიიდან დაბრუნება.

9/618 შაყყულ-ყამერის სასწაული: ალლაჰის შუამავლის ნიშნით მთვარის ორად გაპობა.

10/619 ბლოკადის მოხსნა.

10/620 ებუ ტალიბის გარდაცვალება (7 რამაზანი / აპრილი). ჩვენი დედის, ჰაზრეთი ჰატიჯეს, გარდაცვალება (10 რამაზანი / აპრილი). ალლაჰის შუამავლის ქორწინება ჰაზრეთი სევდე ბინთი ზემ’ასთან (რამაზანი / მაისი). ალლაჰის შუამავლის ზეიდ ბინ ჰარისესთან ერთად ტაიფში გამგზავრება (შევვალი / მაისი). ნუსაიბინის ჯინების მიერ ისლამის მიღება. ალლაჰის შუამავლის ტაიფიდან მექქაში დაბრუნება (23 ზილყა’დე). შეხვედრა აყაბეში (10 ზილჰიჯჯე / 17 ივლისი).

11/621 მი’რაჯის სასწაული; ხუთჯერადი ნამაზის ფარძად დადგენა (27 რეჯები). ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) ორი დღის განმავლობაში ალლაჰის შუამავალს დალოცვილი ქააბის კართან იმამობას უწევდა. (მი’რაჯის დროის შესახებ სხვა გადმოცემებიც არსებობს. მი’რაჯი მრავალჯერ მოხდა. ერთ-ერთი მათგანი ცხადში და დალოცვილი სხეულით იყო. დანარჩენები მხოლოდ დალოცვილი სულით.)

ალლაჰის შუამავლისა და ჰაზრეთი აიშეს ნიქაჰის შეკვრა (შევვალი). აყაბეს პირველი ფიცი (10 ზილჰიჯჯე / 6 ივლისი, ორშაბათი). ალლაჰის შუამავლის მიერ მუს’აბ ბინ უმეირის მედინაში გაგზავნა ისლამის სასწავლებლად.

12/622 სენეთუს-სურური (სიხარულის წელი): მედინელთა უმრავლესობის მიერ ისლამის მიღება. აყაბეს მეორე ფიცი (12 ზილჰიჯჯე / 28 ივნისი, ორშაბათი).

13/1/622 ბისეთის მე-13, ჰიჯრეთის 1-ლი, ჩვენი წელთაღრიცხვის 622-ე წელი. ჰიჯრეთის წელი: მუსლიმთა ჰიჯრეთის მთვარის წელთაღრიცხვის დასაწყისი (1 მუჰარრემი / 16 ივლისი). სენეთულ-იზნი: მუსლიმებისთვის მექქიდან მედინაში ჰიჯრეთის ნების დართვა. კერპთაყვანისმცემლების დარ-უნ ნედვეში შეკრება და ალლაჰის შუამავლის მოკვლის გადაწყვეტილება (25 საფერი / 8 სექტემბერი). ჰიჯრეთი: ალლაჰის შუამავლის ჰაზრეთი ებუ ბექირთან ერთად სევრის მღვიმისკენ დაძვრა (26 საფერი, ხუთშაბათი / 9 სექტემბერი). სევრის მთის მღვიმიდან მედინისკენ გამგზავრება (1 რებიულ ევველი, ორშაბათი / 13 სექტემბერი). სოფელ ყუბაში მისვლა (8 რებიულ ევველი, ორშაბათი / 20 სექტემბერი). ყუბას მეჩეთის აშენება (8–11 რებიულ ევველი / 20–23 სექტემბერი). ალლაჰის შუამავლის მიერ პირველი პარასკევის (ჯუმა) ნამაზის იმამობით შესრულება სანამაზო ადგილას, რანუნას ხეობაში, ყუბასა და მედინას შორის (12 რებიულ ევველი, პარასკევი / 24 სექტემბერი). მედინაში ჩასვლა (12 რებიულ ევველი, პარასკევი / 24 სექტემბერი). ებუ ეიიუბ ენსარის სახლში სტუმრად დგომა. მესჯიდი ნებევის მშენებლობის დაწყება (რებიულ ევველი / სექტემბერი). ოჯახის წევრების მედინაში ჩამოსვლა. მუჰამმედის ეზანის დღეში ხუთჯერ გაჟღერების დაწყება. სელმან ფარისის მიერ ისლამის მიღება.

ჰ.1/623 მუჰაჯირებსა და ენსარებს შორის ძმობის დამყარება. პირველი წერილობითი შეთანხმება: მედინის დოკუმენტი და მედინის ხეობის ჰარამად (წმინდა ტერიტორიად) გამოცხადება (რამაზანი / მარტი). ბრძოლის ნების დართვა. პირველი სერიიე: ჰაზრეთი ჰამზას სერიიე (რაზმი) ისში / სიფულ-ბაჰრში (რამაზანი / მარტი). მესჯიდი ნებევის მშენებლობის დასრულება (შევვალი / აპრილი). მესჯიდი ნებევიში სოფფას დაარსება. მედინაში ბაზრის გახსნა. მუსლიმთა პირველი აღწერა. უბეიდე ბინ ჰარისის ლაშქრობა რაბიღში (შევვალი / აპრილი).

სა’დ ბინ ები ვაყყასის სერიიე ჰარრარში (ზილყა’დე / მაისი). ეს’ად ბინ ზურარეს, ბერა ბინ მა’რურისა და ქულსუმ ბინ ჰიდმის გარდაცვალება. ოსმან ბინ მაზ’უნის გარდაცვალება და ჯენნეთულ-ბაყის სასაფლაოდ განსაზღვრა (ზილჰიჯჯე / ივნისი).

2/623 ალლაჰის შუამავლის პირველი მარხვა აშურას დღეს (10 მუჰარრემი / 14 ივლისი). პირველი ღაზვა: ებვას (ვედდანის) ღაზვა (12 საფერი / 15 აგვისტო). ბუვატის ღაზვა (1 რებიულ ევველი / 2 სექტემბერი). ბედრის პირველი (საფევანის) ღაზვა (რებიულ ევველი / სექტემბერი). ზულ-უშეირეს ღაზვა (1 ჯემაზიელ ევველი / 31 ოქტომბერი).

2/624 აბდულლაჰ ბინ ჯაჰშის სერიიე ბატნი ნაჰლეში (20 რეჯები / 17 იანვარი). ჰაზრეთი ალისა და ჰაზრეთი ფატიმას ნიქაჰის შეკვრა (რეჯები / იანვარი). ყიბლის მესჯიდი აყსადან მესჯიდი ჰარამისკენ / ქააბისკენ შემობრუნება (11 შა’ბანი, სამშაბათი / 7 თებერვალი). მარხვის ფარძად დადგენა (შა’ბანი / თებერვალი). თერავიჰის ნამაზის შესრულების დაწყება (1 რამაზანი / 26 თებერვალი). ბედრამდე ეთიოპიიდან მექქაში კიდევ 33 საჰაბის დაბრუნება. მათგან 2-ის გარდაცვალება მექქეი მუქერრემეში, 7-ის კერპთაყვანისმცემლების მიერ დატყვევება და 24-ის მედინეი მუნევვერეში ჩასვლა და ბედრის ბრძოლაში მონაწილეობა. ბედრის ბრძოლა (12 რამაზანი / 13 მარტი). ებუ ჯეჰლის მოკვლა. ალლაჰის შუამავლის ქალიშვილის, ჰაზრეთი რუყაიიეს, გარდაცვალება (რამაზანი / მარტი). ზექათის ფარძად დადგენა (რამაზანი / მარტი). ფითრის სადაყის (ფითრას) ბრძანება (რამაზანი / მარტი). პირველი რამაზნის ბაირამი და ბაირამის ნამაზის შესრულება (1 შევვალი / 27 მარტი). ალლაჰის შუამავლის ქორწინება ჰაზრეთი აიშესთან (შევვალი / აპრილი). ჰაზრეთი ზეინებზე თავდასხმა მექქიდან მედინისკენ მგზავრობისას (შევვალის დასაწყისი / მარტი). ყარყარათულ-ქუდრის ღაზვა (5 შევვალი / 31 მარტი). ბენი ყაინუყას ღაზვა (15 შევვალი / 10 აპრილი). სევიყის ღაზვა (5 ზილჰიჯჯე / 29 მაისი). ჰაზრეთი ალისა და ჰაზრეთი ფატიმას ქორწილი (ზილჰიჯჯე / მაისი). პირველი ყურბან ბაირამი (10 ზილჰიჯჯე / 3 ივნისი).

3/624 ქა’ბ ბინ ეშრეფის მოკვლა (4 რებიულ ევველი / 25 აგვისტო). ღატფანის (ენმარის, ზი ემრის) ღაზვა (12 რებიულ ევველი / 2 სექტემბერი). ბაჰრანის (ნეჯრანის) ღაზვა (6 ჯემაზიელ ევველი / 25 ოქტომბერი). ჰაზრეთი ოსმანისა და ჰაზრეთი უმმუ გულსუმის ქორწინება (ჯემაზიელ ახირი).

3/625 ალლაჰის შუამავლის ქორწინება ჰაზრეთი ჰაფსასთან (შა’ბანი / იანვარი). ჰაზრეთი ჰასანის დაბადება (15 რამაზანი / 1 მარტი). ალლაჰის შუამავლის ქორწინება ჰაზრეთი ზეინებ ბინთი ჰუზეიმესთან (რამაზანი).

უჰუდის ბრძოლა (7 შევვალი, შაბათი / 23 მარტი). ჰამრაულ-ესედის ღაზვა (16 შევვალი / 1 აპრილი).

4/625 აბდულლაჰ ბინ უნეისის მიერ ჰალიდ ბინ სუფიანის მოკვლა (5 მუჰარრემი / 17 ივნისი). რეჯი’ს ამბავი (საფერი / ივლისი). ბი’რი მაუნეს ამბავი (19 საფერი / 31 ივლისი). ბენი ნადირის ღაზვა (რებიულ ევველი / აგვისტო). მათრობელა სასმელის ნაწილობრივი აკრძალვა (რებიულ ევველი / აგვისტო – სექტემბერი). ჩვენი დედის, ჰაზრეთი ზეინებ ბინთი ჰუზეიმეს, გარდაცვალება (რებიულ ახირი / სექტემბერი). ჰაზრეთი ოსმანისა და ჰაზრეთი რუყაიიეს ვაჟის, აბდულლაჰის, გარდაცვალება (ჯემაზიელ ევველი / ოქტომბერი). ებუ სელემეს გარდაცვალება (23 ჯემაზიელ ახირი / 30 ნოემბერი).

4/626 ჰაზრეთი ჰუსეინის დაბადება (5 შა’ბანი / 10 იანვარი). ალლაჰის შუამავლის ქორწინება ჰაზრეთი უმმუ სელემესთან (შევვალის თვის ბოლო / აპრილის დასაწყისი). ფატიმა ბინთი ესედის გარდაცვალება. მცირე ბედრის ღაზვა (1 ზილყა’დე / 4 აპრილი).

5/626 ზათურ-რიყას ღაზვა (10 მუჰარრემი / 11 ივნისი). დუმეთულ-ჯენდელის ღაზვა (25 რებიულ ევველი / 24 აგვისტო). ისლამმიღებული ბენი მუზეინეს ტომის დელეგაციის მედინაში ჩამოსვლა (რეჯები / დეკემბერი). მურეისის (ბენი მუსტალაყის) ბრძოლა (2 შა’ბანი / 27 დეკემბერი). ჰაზრეთი აიშეზე ცილისწამება. თეიემმუმის აიათის გარდამოვლენა.

5/627 ალლაჰის შუამავლის ქორწინება ჰაზრეთი ჯუვეირიიე ბინთი ჰარისთან (შა’ბანი). ჰენდექის (აჰზაბის) ბრძოლა (შევვალი / მარტი). ბრძოლა ბენი ყურეიზასთან (23 ზილყა’დე / 15 აპრილი). ალლაჰის შუამავლის ქორწინება ჰაზრეთი ზეინებ ბინთი ჯაჰშთან (1 ზილყა’დე / 24 მარტი). ალლაჰის შუამავლის ქორწინება ჰაზრეთი რეიჰანე ბინთი ამრთან (ზილჰიჯჯე / აპრილი – მაისი).

6/627 მუჰამმედ ბინ მესლემეს სერიიე ყურტაში (10 მუჰარრემი / 1 ივნისი). ჰაზრეთი ალის სერიიე ბენი სა’დ ბინ ბექირის წინააღმდეგ ფედექში. ღაბეს (ზი ყარადის) ღაზვა (2 რებიულ ევველი / 22 ივლისი). ღამრეს სერიიე (რებიულ ევველი). მუჰამმედ ბინ მესლემეს სერიიე ზულ-ყასსაში (რებიულ ევველი). ებუ უბეიდე ბინ ჯერრაჰის სერიიე ზულ-ყასსაში (რებიულ ახირი / სექტემბერი). ზეიდ ბინ ჰარისეს სერიიე ჯემუმში (რებიულ ახირი).

ღაზვა ბენი ლიჰიანის წინააღმდეგ (1 ჯემაზიელ ევველი / 18 სექტემბერი). ზეიდ ბინ ჰარისეს სადაზვერვო სერიიე ისში (ჯემაზიელ ევველი). ებულ-ასის მიერ ისლამის მიღება. ზეიდ ბინ ჰარისეს სერიიე ტარფში (ჯემაზიელ ახირი / ოქტომბერი – ნოემბერი). ზეიდ ბინ ჰარისეს სერიიე ვადილ-ყურაში (რეჯები / ნოემბერი – დეკემბერი). ზეიდ ბინ ჰარისეს ლაშქრობა შამში / სავაჭრო ქარავანი (რეჯები). აბდურრაჰმან ბინ ავფის სერიიე დუმეთულ-ჯენდელში (შა’ბანი / დეკემბერი). ზეიდ ბინ ჰარისეს სერიიე მედიენში (შა’ბანი / დეკემბერი). ჰაზრეთი ალის სერიიე ფედექში (შა’ბანი / დეკემბერი).

6/628 ზეიდ ბინ ჰარისეს სერიიე უმმუ ყირფეს წინააღმდეგ (რამაზანი / იანვარი). გვალვა მედინაში / წვიმის სავედრებლად გასვლა (რამაზანი). აბდულლაჰ ბინ ათიქის სერიიე ებუ რაფი’ს წინააღმდეგ (რამაზანი / იანვარი). აბდულლაჰ ბინ რევაჰას სადაზვერვო სერიიე ჰეიბერში (რამაზანი / თებერვალი). აბდულლაჰ ბინ რევაჰას სერიიე უსეიირ ბინ ზარიმის წინააღმდეგ (შევვალი / თებერვალი). ქურზ ბინ ჯაბირ ფიჰრის სერიიე (ზილყა’დე / მარტი). უმრაზე გამგზავრება (2 ზილყა’დე / 14 მარტი). რიდვანის ფიცი (ბიათურ-რიდვანი) (ზილყა’დე / მარტი – აპრილი). ჰუდეიბიიეს ზავი (ზილჰიჯჯე / აპრილი). სურა ფეთჰის გარდამოვლენა. ბენი ჰუზაას, ბენი ესლემისა და ბენი ჰუშენის დელეგაციების მედინაში ჩამოსვლა და ისლამის მიღება. მათრობელა სასმელის საბოლოო აკრძალვა. ალლაჰის შუამავლის მიერ აქლემებისა და ცხენების რბოლის ნების დართვა.

6, 7/628 ალლაჰის შუამავლის მიერ ისლამისკენ მოწოდების წერილების გაგზავნა (ზილჰიჯჯეს თვის ბოლო დღეები – მუჰარრემის თვის დასაწყისი / მაისი).

7/628 ზეიდ ბინ ჰარისეს სერიიე ჰისმაში (ჯემაზიელ ახირი). ეთიოპიის ნეჯაშის, ესჰამეს, მიერ ისლამის მიღება. ჰაზრეთი უმმუ ჰაბიბესთან ნიქაჰის შეკვრა. ეგვიპტის მუყავყისის მიერ ალლაჰის შუამავლისთვის მარიიეს გამოგზავნა. ჩვენი დედის, ჰაზრეთი აიშეს, დედის, უმმუ რუმანის (რადიალლაჰუ ანჰა), გარდაცვალება. ებულ-ასის მიერ ისლამის მიღება და ალლაჰის შუამავლის ქალიშვილთან, ზეინებთან, ხელახლა ნიქაჰის შეკვრა (მუჰარრემი / მაისი). ჰეიბერის ბრძოლა (მუჰარრემის ბოლო – საფერი / ივნისი). ზეინებ ბინთი ჰარისის მიერ ალლაჰის შუამავლის მოწამვლის მცდელობა. ეთიოპიაში ჰიჯრეთაღსრულებულ საჰაბეთაგან დარჩენილთა მედინაში დაბრუნება (საფერი). ეშ’არიელების მედინაში ჩამოსვლა და საჰაბეობის პატივის მოპოვება.

ლეილეთუთ-თარისი: ალლაჰის შუამავალს და მის საჰაბეებს ჩაეძინათ და დილის (სუბჰის) ნამაზზე ვერ გაიღვიძეს. ალლაჰის შუამავლის ქორწინება ჰაზრეთი უმმუ ჰაბიბესთან. ალლაჰის შუამავლის ძიძის, სუვეიბეს, გარდაცვალება. იემენის გამგებლის, ბაზანის, მიერ ისლამის მიღება (ჯემაზიელ ევველი / სექტემბერი). ჰაზრეთი ალის ნაშუადღევის (ასრის) ნამაზისთვის მზის ჰორიზონტიდან დაბრუნების სასწაული. ვადილ-ყურას ბრძოლა (ჯემაზიელ ახირი / ოქტომბერი). ალლაჰის შუამავლის ქორწინება ჰაზრეთი საფიიე ბინთი ჰუიეიისთან. ჰაზრეთი ომერის სერიიე თურებეში (შა’ბანი / დეკემბერი). ჰაზრეთი ებუ ბექირის სერიიე ნეჯდში (შა’ბანი / დეკემბერი). ბეშირ ბინ სა’დ ენსარის სერიიე ფედექში / მურრეს წინააღმდეგ (შა’ბანი / დეკემბერი).

7/629 ღალიბ ბინ აბდულლაჰ ლეისის სერიიე მეიფააში (რამაზანი / იანვარი). ბეშირ ბინ სა’დ ენსარის სერიიე ჯინაბში (შევვალი / თებერვალი). უმრეთულ-ყადას ლაშქრობა (ზილყა’დე – ზილჰიჯჯე / მარტი). ალლაჰის შუამავლის ქორწინება მეიმუნე ბინთი ჰარისთან (ზილყა’დე / მარტი).

8/629 ალლაჰის შუამავლის ქალიშვილის, ჰაზრეთი ზეინების, გარდაცვალება (საფერი). ჰალიდ ბინ ველიდის, ამრ ბინ ასისა და ოსმან ბინ ტალჰას მიერ ისლამის მიღება (საფერი). ღალიბ ბინ აბდულლაჰის სერიიე ყუდეიდში (საფერი / ივნისი). ღალიბ ბინ აბდულლაჰის სერიიე ფედექში (საფერი / ივნისი). მუთეს ბრძოლა (ჯემაზიელ ევველი / სექტემბერი). ამრ ბინ ასის სერიიე ზათუს-სელასილში (ჯემაზიელ ახირი / ოქტომბერი). რადგან ყურაიშელებმა ჰუდეიბიიეს ზავი დაარღვიეს, ებუ სუფიანის მცდელობა, ზავი დაედო.

8/630 ალლაჰის შუამავლის მექქის დასაპყრობად გამგზავრება (10 რამაზანი / 1 იანვარი). მექქის დაპყრობა (20 რამაზანი, ხუთშაბათი / 11 იანვარი). ალლაჰის შუამავლის მიერ დედის, ჰაზრეთი ამინეს, საფლავის მონახულება ებვაში. კერპების დამსხვრევა. ჰუნეინის ბრძოლა (11 შევვალი / 1 თებერვალი). ალლაჰის შუამავლის შეხვედრა ძუძუმტე დასთან, შეიმასთან. ტაიფის ალყა (შევვალი / თებერვალი). ალლაჰის შუამავლის მიერ ჰუნეინის ნადავლის განაწილება ჯირანეში (5–18 ზილყა’დე / 24 თებერვალი – 9 მარტი). ალლაჰის შუამავლის მიერ უმრის შესრულება (19 ზილყა’დე / 10 მარტი). მესჯიდი ნებევიში სამსაფეხურიანი მინბარის გაკეთება. ალლაჰის შუამავლის ვაჟის, იბრაჰიმის, დაბადება (ზილჰიჯჯე).

9/630 ალლაჰის შუამავლის მიერ ზოგიერთ ტომთან ზექათის ამკრეფების გაგზავნა (მუჰარრემი / აპრილი – მაისი). უიეინე ბინ ჰისნ ფეზარის სერიიე (მუჰარრემი). თებუქის ლაშქრობა (რეჯები / ოქტომბერი). ჰალიდ ბინ ველიდის სერიიე დუმეთულ-ჯენდელში (რეჯები). ალლაჰის შუამავლის ბრძანებით მუნაფიყების მიერ აშენებული დირარის მეჩეთის დანგრევა. ეთიოპიის მმართველის, ნეჯაში ესჰამეს, გარდაცვალება (რეჯები / ოქტომბერი). ჰაზრეთი ებუ ბექირის სერიიე რემლში (შა’ბანი). ალლაჰის შუამავლის ქალიშვილის, ჰაზრეთი უმმუ გულსუმის, გარდაცვალება (შა’ბანი). ალლაჰის შუამავლის მიერ ჰერაკლიუსისთვის ისლამისკენ მოწოდების წერილის მეორედ გაგზავნა. სენეთულ-ვუფუდი (დელეგაციების წელი). ქა’ბ ბინ ზუჰეირის მიერ ისლამის მიღება და ალლაჰის შუამავლის მიერ მისთვის თავისი მოსასხამის (ჰირყის) ჩუქება.

9/631 მუნაფიყების მეთაურის, აბდულლაჰ ბინ უბეიის, სიკვდილი (ზილყა’დე). ჰაჯის ფარძად დადგენა. ჰაზრეთი ებუ ბექირის ჰაჯის ემირად დანიშვნა (ზილყა’დე – ზილჰიჯჯე / თებერვალი – მარტი). ჰაზრეთი ალის მექქაში გაგზავნაც სურა ბერაეს დასაწყისის გამოსაცხადებლად (ზილჰიჯჯე / მარტი).

10/631 ჰალიდ ბინ ველიდის სერიიე ბენი ჰარისის წინააღმდეგ (რებიულ ევველი / ივნისი). ჰაზრეთი ალის სერიიე იემენში / მეზჰიჯის წინააღმდეგ (რამაზანი / დეკემბერი). იემენის გამგებლის, ბაზანის, გარდაცვალება. ნეჯაშის დისწულის, ფირუზის, მიერ ისლამის მიღება. მუსეილემეთულ-ქეზზაბის მიერ თავის შუამავლად გამოცხადება. რამაზნის თვეში ჯებრაილის (ალეიჰისსელამ) მიერ ალლაჰის შუამავლისთვის მთელი წმინდა ყურანის ორჯერ წაკითხვა.

10/632 ალლაჰის შუამავლის ვაჟის, იბრაჰიმის, გარდაცვალება. გამოსამშვიდობებელი ჰაჯი: ალლაჰის შუამავლის მედინიდან ჰაჯზე გამგზავრება (25 ზილყა’დე / 22 თებერვალი). ალლაჰის შუამავლის მიერ გამოსამშვიდობებელი ჰუტბის წარმოთქმა (9 ზილჰიჯჯე / 7 მარტი). გამოსამშვიდობებელი თავაფი (14 ზილჰიჯჯე / 12 მარტი, ხუთშაბათი). ჰაზრეთი რეიჰანე ბინთი ამრის გარდაცვალება.

11/632 უსამე ბინ ზეიდის შამში გასაგზავნი ლაშქრის სარდლად დანიშვნა. ალლაჰის შუამავლის თავის ტკივილის დაწყება (26 საფერი / 24 მაისი, კვირა). ალლაჰის შუამავლის სიცხის გაძლიერება, ციებ-ცხელების (ჰუმმას) დაწყება (27 საფერი / 25 მაისი, ორშაბათი). თავის შუამავლად გამომცხადებელი ესვედ ანესის მოკვლა (8 რებიულ ევველი / 4 ივნისი, ხუთშაბათი). ალლაჰის შუამავლის მიერ ჰაზრეთი ებუ ბექირის იმამად დაყენება (8 რებიულ ევველი / 4 ივნისი, ღამის ნამაზი).

ალლაჰის შუამავლის მიერ უკანასკნელი ნამაზის შესრულება ჰაზრეთი ებუ ბექირ სიდდიყის უკან (12 რებიულ ევველი, ორშაბათი, დილის ნამაზი). ალლაჰის შუამავლის გარდაცვალება (12 რებიულ ევველი / 8 ივნისი, ორშაბათი, შუადღემდე). ჰაზრეთი ებუ ბექირის ხალიფად არჩევა (12 რებიულ ევველი / 8 ივნისი, ორშაბათი). ალლაჰის შუამავლის დაკრძალვა სამშაბათს ოთხშაბათთან დამაკავშირებელი ღამის (ოთხშაბათის ღამის) შუაღამისას. უსამე ბინ ზეიდის მურთედების წინააღმდეგ გაგზავნა (16 რებიულ ევველი / 12 ივნისი, პარასკევი). უსამე ბინ ზეიდის გამარჯვებით დაბრუნება (26 რებიულ ახირი / 22 ივლისი, ოთხშაბათი).

ვინ ვარ და რა გამაჩნია?

ამ ბაღში ჩემთვის არც ვარდია და არც ტიტა,
ამ ბაზარში არც ვაჭრობაა და არც ფული,
არც ძალა, არც განკარგვა, არც ქონება და არც მამული,
არც ტკივილი, არც სიამე, არც მალამო და არც ჭრილობა,
ამ ქვეყნად ნეტავ ვიცოდე: ვინ ვარ და რა გამაჩნია?
არსება – ღვთიური წყალობა, სიცოცხლე – უხვის მოწყალება!
პირი – რაჰმანის საბოძვარი, სიტყვა – მარადიულის მადლი!
სხეული – ალლაჰის ნაშენი, სული – პატივის სუნთქვა,
ძალა – ყოვლისშემძლის ბოძება, გრძნობები – ბრძენის ნაქმნარი,
ამ ქვეყნად ნეტავ ვიცოდე: ვინ ვარ და რა გამაჩნია?
ამ ქვეყნად ჭეშმარიტად არაფერი მაქვს ჩემი,
რაც არის, ყველაფერი მისია, მის სამფლობელოში თანაზიარი არ ჰყავს.
არც ქვეყნად მოსვლა, არც წასვლა ჩემს ხელში არ არის,
„ეს ჩემია“ რომ ვთქვა, არავითარი საბუთი არ მაქვს,
ამ ქვეყნად ნეტავ ვიცოდე: ვინ ვარ და რა გამაჩნია?
ჩემი არსება – მხოლოდ ხილვაა, ჩემი სული – მინდობილი,
მის წინაშე „მე“-ს თქმაც კი ძალზე საზიზღარი შირქია,
მსახურს რაც ევალება – პატრონისადმი მორჩილებაა,
„ჩემო მსახურო!“ რომ მეუბნება – სიკეთე და წყალობაა,
ამ ქვეყნად ნეტავ ვიცოდე: ვინ ვარ და რა გამაჩნია?
მე ღატაკი და გაჭირვებული ვარ, სიმდიდრე და ბოძება ალლაჰისაა,
„არყოფნა“ – ჩემი მთელი სიმდიდრეა, არსება და სიცოცხლე ალლაჰისაა,
უსაწყისობა და უსასრულობა, რისხვა და ძლევაც ალლაჰისაა,
ამქვეყნადაც და საიქიოშიც ყველაფერი, რაც ჩანს, ალლაჰისაა.
ამ ქვეყნად ნეტავ ვიცოდე: ვინ ვარ და რა გამაჩნია?

საჭმელ-სასმელი და სიამე – მისი რაზზაყ1 სიფათისგანაა,
მშვიდად ამოსუნთქვაც – ალლაჰის მოწყალებისგანაა,
ყოველი მოსული სიკეთეც – მისი ხელგაშლილობისგანაა,
უდიდესი წყალობა, რწმენაც (იმანიც), ყოველთვის მისგანაა,
ამ ქვეყნად ნეტავ ვიცოდე: ვინ ვარ და რა გამაჩნია?
თუ არ მიწერია, სარჩო არც ციდან მოდის და არც მიწიდან,
არც ბალახიდან, არც ხორციდან, ერთი სიტყვით, არავის ხელიდან.
მოდის ის, რაც განსაზღვრულია, თუნდაც აზრადაც არ მქონდეს,
სარჩო მიწერილზე არც მეტი მოდის და არც ნაკლები,
ამ ქვეყნად ნეტავ ვიცოდე: ვინ ვარ და რა გამაჩნია?
ვერც შავ ღამეს ვაქცევ დღედ, ვერც დღეს – საღამოდ,
ვერც თოვლსა და წყალს – ცეცხლად, ვერც ვერცხლს – ვოლფრამად,
ვერც დედამიწას შევაჩერებ და ვერც დავაქცევ,
ვერც ზამთრის თოვლიან ღრუბელს ვაქცევ აპრილის ღრუბლად,
ამ ქვეყნად ნეტავ ვიცოდე: ვინ ვარ და რა გამაჩნია?
ჯერ კიდევ არყოფნაში რომ ვიყავი, უფალმა ერთ წამში ამირჩია,
დედის საშოშივე მაშინვე საზრდო გამიმზადა,
ანგელოზებს უბრძანა და ჩემს სამსახურში ჩააყენა,
ქვეყნად გამომიყვანა და თავისი საფარველი გამხადა,
ამ ქვეყნად ნეტავ ვიცოდე: ვინ ვარ და რა გამაჩნია?